რუსთაველის გამზირზე უკრაინის მხარდასაჭერად შეკრებილ მოქალაქეებს ვოლოდიმირ ზელენსკის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მიმართა.
"მე ვდგავარ იქ, სადაც საქართველო უნდა იდგეს - პრეზიდენტ ზელენსკის გვერდით, უკრაინის გვერდით. ეს არის ჩვენი კულტურის, ტრადიციის ღირსება, ქართველი ერის ღირსება, რომ ჩვენ ვიდგეთ იქ, სადაც იბრძვის ჩვენი მეგობარი ქვეყანა თავისუფლებისთვის, დამოუკიდებლობისთვის, ევროპული მომავლისთვის. ჩვენც იქ ვართ და ვიქნებით. მინდა, რომ აქედან პრეზიდენტ ზელენსკის გადავცე ჩემი თანადგომა, თქვენი თანადგომა. თქვენ ხართ ის ხალხი, რომელიც დღეს წარმოადგენს საქართველოს ღირსება. ამისთვის ძალიან დიდი მადლობა". - თქვა პრეზიდენტმა.
რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა. მას შემდეგ უკრაინაში ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებები მიმდინარეობს. საქართველოს ხელისუფლებას ღიად პრორუსული პოლიტიკა აქვს და უკრაინას მხარს არ უჭერს, თუმცა, საქართველოს მოქალაქეები ქართული ოცნების მიდგომებს არ იზიარებენ. ყოველდღე იმართება უკრაინის მხარდამჭერი აქციები.
დღევანდელი, 4 მარტის აქცია ფორმულას ორგანიზებულია.