logo
ENG



ზურაბიშვილი ეკლესიის სკანდალზე: ეს დესტაბილიზაციის მცდელობაა

06 ნოე 201913:53
3 წუთის საკითხავი
 
frmd6p6r5c2rzxz.jpg

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საპატრიარქოს გარშემო განვითარებულ მოვლენებს კიდევ ერთხელ ეხმაურება და აცხადებს, რომ შექმნილი ვითარება დესტაბილიზაციის მორიგი მცდელობაა.

პრეზიდენტი აცხადებს, რომ ქვეყანა 2020 წლის არჩევნებისთვის ემზადება და აუცილებელია სტაბილურობის შენარჩუნება. 

"გამოძიება არ ვარ მე, მაგრამ ვიცი შედეგი. ეს არის დესტაბილიზაციის მცდელობა იმ მომენტში, როდესაც ეს ქვეყანა მიდის წინ, მითუმეტეს იმ პირობებში, როდესაც მომავალ წელს ვამზადებთ არჩევნებს. მნიშვნელოვანია, რომ ეს სტაბილურობა, რომელიც საქართველოსთვის ერთ-ერთ ყველაზე ძლიერი კოზირ, არავისგან არ იყოს შერყეული", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. 

შეგახსენებთ, რომ მანამდე აღნიშნულ თემაზე განცხადება, პრეზიდენტმა ბათუმში მიმდინარე თავდაცვის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლის დროსაც გააკეთა. მაშინ ზურაბიშვილმა გავრცელებულ ინფორმაციას, რომელიც ეკლესიის წიაღში შესაძლო სკანდალურ ფაქტებს ეხება, "ფეიკ ნიუსები" უწოდა.

 


close დახურვა