logo
ENG



ზურაბიშვილი კირკიტაძეზე: ვგმობ ქალთა მიმართ ძალადობასა და ღირსების შელახვას

08 დეკ 202318:07
3 წუთის საკითხავი
 
2023/12/08/s27cx099dnh2vac.jpg

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მომღერალ ბაბი კირკიტაძის განცხადებას პირად Facebook გვერდზე გამოეხმაურა და ქალთა მიმართ ძალადობა დაგმო. 

"კიდევ ერთხელ და ყოველთვის ვგმობ ნებისმიერ ფორმით ქალთა მიმართ ძალადობასა და ღირსების შელახვას", - წერს ზურაბიშვილი. 

მომღერალმა 7 დეკემბერს ფეისბუქზე დაწერა, რომ სოციალურ ქსელებში დამონტაჟებულ ვიდეოჩანაწერს უვრცელებდნენ:

"პირობას გაძლევთ, ადრე თუ გვიან ყველას პასუხი მოგეთხოვებათ, დამმონტაჟებელსაც და თითოეულ გამავრცელებელსაც ამ ცილისწამებისთვის!
ვერც ჩურჩულით დადებული ხმა გიშველით და ვერც შუაში "სპიშკით" გადაფარული და დამონტაჟებული საზიზღრობა ფეიკით შემაშინებთ!!!

ყველასთვის გასაგები რომ იყოს: ჭორებით, დაცინვით და ათასი საშინელებით რომ ვერაფერი მიქნეს, ახლა ისეთ ამაზრზენ ვიდეომონტაჟს ავრცელებენ ჩემზე ჩათებში, პორნოსაიტებზეც რომ აღარ დებენ", - წერდა მომღერალი.

ვიდეოს გავრცელების შესახებ განცხადების შემდეგ მომღერალი ბაბი კირკიტაძე საგამოძიებო სამსახურში გამოკითხვაზე დაიბარეს.

 

 
 
 

 

 

close დახურვა