logo
ENG


ზურაბიშვილი პატრიარქს: ბედნიერი ვარ, თქვენი მმართველობისას მაქვს პატივი, ვიყო პრეზიდენტი
  • 674ნახვები

თქვენ დღემდე საკვირველი დათმენით ეგებებით საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქის ურთულეს ხვედრს. ჭეშმარიტად მძიმეა გარდამავალ ეპოქაში საზოგადოების სულიერი წინამძღოლობა. ზრუნვა მისი სულიერი გადარჩენისთვის, არა მხოლოდ ქრისტიანული, არამედ ზოგადსაკაცობრიო ჰუმანისტური იდეების ერთგულებით. თქვენ განსაცდელის ჟამს მოგიწიათ საქართველოს სულიერი მწყემსობა. განსაცდელი არ ილევა, მსოფლიო ახალ ტურბულენტურ ეპოქაში შედის. თქვენს ლოცვას დიდი ძალა აქვს. დღეს, როცა ჩვენი ორი მოძმე ქვეყანა ომობს და კავკასიის წმინდა მიწაზე კვლავ იღვრება ძმების სისხლი თქვენი ლოცვა მშვიდობისთვის მწამს აგვაცილებს განსაცდელს და მოგვიტანს ხელახლა მშვიდობას. მე მიმაჩნია, რომ ჩვენი ეპოქის უდიდესი პიროვნება ბრძანდებით და ბედნიერი ვარ, რომ თქვენი მმართველობის ხანაში მაქვს პატივი ვიყო საქართველოს პრეზიდენტი

ასე მიმართა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ილია მეორეს დღეს საპატრიარქოში უწმიდესისა და უნეტარესისათვის საპატიო დოქტორის (honoris causa) ხარისხის მინიჭების ცერემონიაზე.


ასევე ნახეთ
close დახურვა