დიდია თქვენი ღვაწლი ამ ბობოქარ წლებში შვილმკვდარი მშობლების ნუგეშისა და მათი ცხოვრებისთვის ახალი საზრისის მინიჭებაში. თქვენ მფარველობთ ობოლ და უდედმამო ბავშვებს, ზრუნავთ მათ აღზრდასა და განათლებაზე, ზრუნავთ საქართველოს დემოგრაფიაზე. თქვენი დამსახურებების ჩამონათვალს არა აქვს სასრული და ეს არის ნიმუში ნამდვილი მოღვაწეობის! ქართული საზოგადოება აფასებს თქვენს უდიდეს ღვაწლს ჩვენი ქვეყნის წინაშე, რაც უპირველესად გამოიხატება სახელმწიფოსა და საზოგადოების ერთგულებასა და ზრუნვაში, ამ უმძიმეს წლებში. თქვენ დღემდე საკვირველი დათმენით ეგებებით საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქის ურთულეს ხვედრს