logo
ENG



ზურაბიშვილი პოლიტპატიმრებზე: ესენი არ არიან პოლიტპატიმრები, არიან სასტიკი დამნაშავეები

15 ივლ 202012:05
3 წუთის საკითხავი
clock 752
jx95iqsjlglxbxr.jpg

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას პოლიტპატიმრების შესახებ კითხვას პასუხად განაცხადა, რომ ვისაც ის იწყალებს, ყველა დამნაშავეა.

„ესენი არც ერთი არ არიან პოლიტპატიმრები. არიან ძალიან სასტიკი დამნაშავეები და ვისაც ვიწყალებ, ყველა არის დამნაშავე“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი შეიწყალა.

თუმცა, მას ამ დრომდე არ შეუწყალებია „მთავარი არხის“ მეწილე გიორგი რურუა. 

გიორგი რურუა, რომელიც მოძრაობა "სირცხვილიას" ფინანსურად ეხმარებოდა, გასული წლის 18 ნოემბერს, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა შენახვის ბრალდებით დააკავეს. მოგვიანებით მის ბრალდებას დაემატა სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობა და მისთვის ხელის შეშლა. რურუა ბრალს არ აღიარებს.

გიორგი რურუას გათავისუფლება ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის 8 მარტს მიღწეული შეთანხმების ნაწილია. ოპოზიცია აცხადებს, რომ გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილთან ერთად, შეთანხმების მიხედვით, უნდა გათავისუფლებულიყო გიორგი რურუაც.

"ქართული ოცნება" შეთანხმების მეორე ნაწილის არსებობას დღემდე უარყოფს, თუმცა, ოპოზიციისა და დასავლელი პარტნიორების ზეწოლის ფონზე, საქართველოს პრეზიდენტმა უკვე შეიწყალა უგულავა და ოქრუაშვილი. 

იმას, რომ პატიმრების გათავისუფლება შეთანხმების ნაწილია, ადასტურებს დიალოგის ფასილიტატორების განცხადებები, რომლებიც მხარეებს მისი სრულად შესრულებისკენ მოუწოდებენ და "სასამართლო პროცესების არასათანადო პოლიტიზაციის აღქმაზე" რეაგირების პირობას უსვამენ ხაზს.

13 ივლისს ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტმა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების ანგარიშში შესული შესწორებები პირველი კენჭისყრით მიიღო.

ევროპარლამენტარები 8 მარტის შეთანხმების სრულად შესრულებისკენ მოუწოდებენ:

ევროპარლამენტი მიესალმება ორი დაპატიმრებული ოპოზოციონერი ლიდერის შეწყალების გადაწყვეტილებას საქართველოს პრეზიდენტი მხრიდან. ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო დაძაბულობის შემცირებისა და 8 მარტის შეთანხმების შესრულებისკენმოუწოდებს ყველა მხარეს, სრულად შეასრულონ შეთანხმების შინაარსიც  და სულისკვეთებაც, სახელდობრ, უზრუნველყონ, რომ საარჩევნო რეფორმის ყველა ელემენტი აისახოს კონსტიტუციასა და კანონმდებლობაში და დაინერგოს რაც შეიძლება სწრაფად.

ამასთან, ევროპარლამენტარები გამოხატავენ წუხილს „ოპოზიციონერი პოლიტიკოსების წინააღმდეგ  ბოლოდროინდელი საქმეების გამორომელმაც დაასუსტა ნდობა მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის და შესაძლოაუარყოფითად იმოქმედოს  ასოცირების ხელშეკრულებასთან დაკავშირებულ რეფორმებზე.

26 ივნისს ცნობილი გახდა, რომ სენატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარის, ჯეიმს რიშის ინიციატივით, აშშ-ის ეროვნული თავდაცვის აქტში შესაძლოა შევიდეს ცვლილებები, რომელიც სწორედ 8 მარტის შეთანხმებასა და გიორგი რურუას პატიმრობას ეხება. შესწორებაში აღნიშნულია, რომ რურუა კვლავ პატიმრობაშია და წერია, რომ აშშ-ს და საქართველოს შორის თანამშრომლობა გაგრძელდება, თუ საქართველოს მთავრობა დანაპირებს შეასრულებს.

ამ დრომდე მმართველ გუნდს არა ერთმა სენატორმა, ევროპარლამენტარმა და კონგრესმენმა მოუწოდა, რომ შეასრულოს 8 მარტის შეთანხმება და გიორგი რურუა გაათავისუფლონ საპატიმროდან. 

 


close დახურვა