logo
ENG



ზურაბიშვილი ფიქრობს, რომ კიევში მისი არმიწვევა მთავრობებს შორის ურთიერთობითაა განპირობებული

15 ივნ 202311:19
3 წუთის საკითხავი
 
ზურაბიშვილი ფიქრობს, რომ კიევში მისი არმიწვევა მთავრობებს შორის ურთიერთობითაა განპირობებული

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უკრაინასკაია პრავდასთან ინტერვიუში აღნიშნავს, რომ ის მზად არის უკრაინაში ჩასავლელად, თუმცა შესაბამისი მოწვევა ჯერ არ მიუღია.

კითხვას - რატომ არ ჩადის ზურაბიშვილი უკრაინაში, იმის ფონზე, რომ კიევს ბევრი დასავლელი ლიდერი სტუმრობს, საქართველოს პრეზიდენტმა ასე უპასუხა: "მე ყოველთვის მზად ვიყავი ჩამოსასვლელად და დღესაც მზად ვარ. ასე რომ, თუ გადასცემთ ჩემს გზავნილს, შემიძლია ხვალვე ჩამოვიდე".

უკრაინელი ჟურნალისტი ასევე დაინტერესდა, თუ რატომ არ მიიწვია ვოლოდიმირ ზელენსკიმ ზურაბიშვილი კიევში. სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ ეს "მისდამი პიროვნული დამოკიდებულება არაა, უბრალოდ ეს ის არის, რასაც ამ ეტაპზე სამთავრობო წრეებს შორის არც თუ ისე დამაკმაყოფილებელ ურთიერთობებს ეძახიან".

"ამიტომ, რაღაც თვასაზრისით, მე ვგრძნობ ამ ყველაფრის შედეგებს, თუმცაღა მზად ვარ [ჩასასვლელად], და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ასეთი შესაძლებლობა გვექნება. იმედი მაქვს, რომ ასეთი შესაძლებლობა ყირიმის პლატფორმაზე მოგვეცემა. ყირიმის პლატფორმაზე დასასწრებად მოწვევა ჯერ არ მიმიღია. ვფიქრობ, რომ ეს ჯერ ორგანიზებული არაა", - თქვა ზურაბიშვილმა ინტერვიუში.

* ყირიმის სამიტი ონლაინფორმატში ტარდება და მიზნად ისახავს ყირიმის მიმდინარე ოკუპაციაზე საერთაშორისო რეაგირების ეფექტიანობის გაუმჯობესებას, უსაფრთხოების მზარდ საფრთხეებზე რეაგირებას, კრემლზე საერთაშორისო ზეწოლის გაზრდას, ყირიმის დეოკუპაციისა და მისი უკრაინისთვის დაბრუნებას.

 

 


close დახურვა