logo
ENG



ზურაბიშვილი ყარაბაღის კონფლიქტზე: აზერბაიჯანსა და სომხეთს მშვიდობისკენ მოვუწოდებთ

27 სექ 202013:24
3 წუთის საკითხავი
 
moxdvuurgw1ki4s.jpg

საქართველოს პრეზიდენტი ყარაბაღში ვითარების გამწვავებას და სამხედრო დაპირისპირების განახლებას Twitter-ზე ეხმაურება.

სალომე ზურაბიშვილი აზერბაიჯანსა და სომხეთს მშვიდობისკენ მოუწოდებს და წერს, რომ ჩვენს რეგიონში მშვიდობა საერთო მიზანი უნდა იყოს.

"შეშფოთებული ვარ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საბრძოლო მოქმედებების განახლებით. მოვუწოდებთ მათ მშვიდობისკენ.

ჩვენს რეგიონში სტაბილურობა და მშვიდობა ჩვენი საერთო მიზანი უნდა იყოს",-წერს სალომე ზურაბიშვილი Twitter-ზე.

ვითარებას ყარაბაღში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროც გამოეხმაურა. საგარეოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველო მზადაა, ნებისმიერი ფორმით ხელი შეუწყოს დეესკალაციას.

დღეს, 27 სექტემბერს, სომხეთის პრემიერმინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანმა სამხედრო იერიში მიიტანა.

სომხეთის პრემიერმინისტრის პრესმდივნის განცხადებით, დაიბომბა სოფლები და ქალაქი სტეფანაკერტი. სამხედრო იერიშს ორი ადამიანი ემსხვერპლა. კიდევ 2 ადამიანი დაიჭრა.

მოგვიანებით სომხეთმა საომარი მდგომარეობა და საყოველთაო სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა

ოფიციალური აზერბაიჯანი აცხადებს, რომ კონფლიქტის გაღვივებაზე მთელი პასუხისმგებლობა სომხეთს ეკისრება.


close დახურვა