logo
ENG



ზურაბიშვილი ყარაბაღის მოვლენებზე: კავკასიაში ახალი ერა იწყება, მადლობა ყველა ფასილიტატორს

10 ნოე 202014:42
3 წუთის საკითხავი
 
2020/11/10/6kabmt1itazhiao.jpg

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მთიანი ყარაბაღის შესახებ ხელმოწერილ შეთანხმებას ეხმაურება და ამბობს, რომ სომხეთს და აზერბაიჯანს ტრაგიკული ომის დასრულებას ულოცავს. 

ზურაბიშვილმა კონფლიქტის ფასილიტატორებს გადაუხადა მადლობა. 

"კავკასიაში ახალი ერა იწყება. ვულოცავ სომხეთს და აზერბაიჯანს ტრაგიკული ომის დასრულებას და მადლობას ვუხდი ყველა ფასილიტატორს. თანაგრძნობას ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახებს. მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს. ჩვენ ერთად დავიწყებთ თანამშრომლობის ახალ თავს".- დაწერა მან ტვიეტრზე

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საბრძოლო მოქმედებები 27 სექტემბერს განახლდა და დაახლოებით 40 დღის განმავლობაში გაგრძელდა. ქვეყნებმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება სამჯერ გააფორმეს - ორჯერ რუსეთის, ერთხელ კი აშშ-ის შუამავლობით, თუმცა უშედეგოდ. 

საბოლოო შეთანხმება, რომლითაც სომხეთი დანებდა, რუსეთთან ერთად მოხდა. 

10 ნოემბერს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, სომხეთის პრემიერმინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა და რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, მთიან ყარაბაღში ომის შეწყვეტის შეთანხმებას მოაწერეს ხელი.

შეთანხმებაში, რომელიც მოსკოვის დროით 01:00 საათიდან ამოქმედდა, წერია, რომ აღდამის რაიონი და სომხეთის მიერ ყაზახის რაიონში დაკავებული აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიები აზერბაიჯანის მხარეს დაუბრუნდება 2020 წლის 20 ნოემბრამდე.

მთიანი ყარაბაღის გამყოფი ხაზისა და ლაჩინის დერეფნის მიმდებარედ განლაგდება რუსეთის ფედერაციის "სამშვიდობო" კონტინგენტი, რომლის შემადგენლობაშიც იქნება 1 960 სამხედრო მოსამსახურე, 90 ჯავშანტექნიკა და 380 ერთეული საავტომობილო და სპეციალური ტექნიკა.

ასევე, მხარეთა შეთანხმების მიხედვით, უზრუნველყოფილი იქნება ახალი სატრანსპორტო კომუნიკაციების მშენებლობა, რომელიც ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკას დააკავშირებს აზერბაიჯანის დასავლეთ რეგიონებთან. 


close დახურვა