logo
ENG



ზურაბიშვილი ყირიმის პლატფორმის სამიტში მიიღებს მონაწილეობას

23 აგვ 202212:46
3 წუთის საკითხავი
 
ზურაბიშვილი ყირიმის პლატფორმის სამიტში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს, 23 აგვისტოს მონაწილეობას მიიღებს ყირიმის პლატფორმის მეორე სამიტში, რომელიც უკრაინის პრეზიდენტის ინიციატივით შეიქმნა.

სამიტი ონლაინფორმატში ტარდება და მიზნად ისახავს ყირიმის მიმდინარე ოკუპაციაზე საერთაშორისო რეაგირების ეფექტიანობის გაუმჯობესებას, უსაფრთხოების მზარდ საფრთხეებზე რეაგირებას, კრემლზე საერთაშორისო ზეწოლის გაზრდას, ყირიმის დეოკუპაციისა და მისი უკრაინისთვის დაბრუნებას.

სალომე ზურაბიშვილი სიტყვით მიმართავს სამიტის მონაწილეებს - მსოფლიო ლიდერებსა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს.


close დახურვა