logo
ENG



ზურაბიშვილის იმპიჩმენტის განხილვისას ვიზიტორებს პარლამენტში შესვლა ეზღუდებათ

18 ოქტ 202309:21
3 წუთის საკითხავი
 
2023/10/18/1mvx688ops4yo8u.jpg

პრესსამსახურის ინფორმაციით, შალვა პაპუაშვილის ბრძანების საფუძველზე საკანონმდებლო ორგანოში უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ვიზიტორებს პარლამენტში შესვლა შეეზღუდებათ.

პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, შეზღუდვა არ შეეხებათ მედიის წარმომადგენლებს.

"აღნიშნული ღონისძიების მიზანია საქართველოს პარლამენტის სასახლეში სამუშაო და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა", - ნათქვამია განცხადებაში.

პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის განხილვა პარლამენტში დღეს, 18 ოქტომბერს, 12:00 საათზე დაიწყება. პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის თქმით, საკითხზე კენჭისყრა ბოლოს იქნება, მანამდე კი პროცედურა იმპიჩმენტის წარდგინების მომხსენებლის და პრეზიდენტის გამოსვლას, კითხვა-პასუხის რეჟიმსა და დასკვნით სიტყვას ითვალისწინებს.

16 ოქტომბერს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა თავის ვიდეომიმართვაში აღნიშნა, ის იმპიჩმენტის საკითხის განხილვისას პარლამენტში მისვლას აპირებს.

 

 

close დახურვა