საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის საქმიანობას მოსახლეობის 77% უარყოფითად აფასებს - ასეთია „ედისონ რისერჩის“ მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები.
კითხვაზე „როგორ შეაფასებდით სალომე ზურაბიშვილის საქმიანობას საქართველოს პრზიდენტის რანგში“ 77% პასუხობს, რომ ნეგატიურად; მხოლოდ 23% აფასებს მის საქმიანობას დადებითად.
შეგახსენებთ, რომ „ედისონ რისერჩის“ მიერ ჩატარებული პირველი კვლევის თანახმად, სალომე ზურაბშვილის საქმიანობას უარყოფითად 70% აფასებდა.
ეს ტელეკომპანია „ფორმულასა“ და „ედისონ რისერჩის“ თანამშრომლობით ჩატარებული მეორე კვლევაა. ჯამში „ფორმულასა“ და „ედისონ რისერჩის“ თანამშრომლობის ფარგლებში 6 გამოკითხვა და საარჩევნოდ ეგზიტპოლი ჩატარდება. დღეს წარმოდგენილი კვლევა პირისპირ გამოკითხვის მეთოდითაა ჩატარებული, შესაძლო ცდომილება 2.2%-ია - 95%-იანი სანდოობის დონისთვის.