საქართველოს პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას სალომე ზურაბიშვილმა მთავრობას კონსტიტუციაში ევროინტეგრაციაზე ჩანაწერი შეახსენა.
მან ქართულ ოცნებას მიმართა, რომ მათი ვალია, ხალხის ნება აღასრულონ, ხალხის ნება კი ევროპული მომავალია.
"დღეს ეროვნული ინტერესი და ხალხის გამოკვეთილი ნება თანხვედრაშია, მიზანიც ნათელია - ეს ევროპული მომავალია. ხელისუფლებამ კი დღესაც უნდა აღასრულოს ქართველი ენის ნება, სწორედ ამისთვის მოგცათ თქვენ ხალხმა მანდატი, სწორედ ამისთვის ხართ აქ და ამიტომ მინდა შეგახსენოთ კონსტიტუციაში თქვენ მიერვე ჩაწერილი მუხლი - კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირისა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულებების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად. ამიტომ არ შემიძლია, დღეს არ შეგახსენოთ, სად იდექით გუშინ, როცა ხალხის მიერ მინიჭებული მანდატის შესრულებას შეუდექით", - თქვა ზურაბიშვილმა.