logo
ENG



ზურაბიშვილმა ორბელიანის სასახლეში რელიგიური კონფესიების წარმომადგენლებს უმასპინძლა

07 თებ 202009:21
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანის სასახლეში რელიგიური კონფესიების წარმომადგენლებს უმასპინძლა.

შეხვედრაზე ყურადღება სხვადასხვა რელიგიების მშვიდობიან თანაარსებობასა და ქართულ ტოლერანტობაზე გამახვილდა. გამართულ შეხვედრას რელიგიის სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე და საქართველოს მოქმედი 11 სხვადასხვა რელიგიური კონფესიის წარმომადგენელი ესწრებოდა. 

პრეზიდენტმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა. 

„ჩემთვის დიდი პატივია თქვენი აქ მობრძანება. ამ ქვეყანაში ყველა რელიგიას აქვს თავისი ადგილი და სრული თავისუფლება. ეს ქმნის საქართველოს განსაკუთრებულ სახეს“, - აღნიშნა ზურაბიშვილმა. 

საპატრიარქოს პრესმდივნის ანდრია ჯაღმაიძის თქმით, ასეთი ტიპის შეხვედრების გამართვა მნიშვნელოვანია.  

„მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტი ასეთი ტიპის შეხვედრებს მართავს. რაც მეტი იქნება ცნობადობა ქართული ხასიათისა მსოფლიოში, მით უფრო მნიშვნელოვანი იქნება ქართული კულტურის წვლილის გაზომვა ამა თუ იმ კულტურაში, თუ ქვეყანაში“, - განაცხადა ჯაღმაიძემ


close დახურვა