საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ღირსების მარშის შესახებ დასმულ შეკითხვებს არ უპასუხა. ჟურნალისტებმა მას ჰკითხეს, თუ აპირებს, ქვიარ თემს მხარდაჭერა გამოუცხადოს.
გუშინ, 28 ივნისს დეპუტატმა რომან გოცირიძემ ზურაბიშვილს მოუწოდა, ღირსების მარშს შეუერთდეს და ამით მოქალაქეობრივი თვითშეგნება აჩვენოს.
თბილისი პრაიდი ღირსების მარშის გამართვას 5 ივლისს გეგმავს.