სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაციაში ნიკა გვარამიას შეწყალების კიდევ ერთი მოთხოვნა შევიდა. ომბუდსმენის, ევროპარლამენტარების, საპარლამენტო ოპოზიციის მოწოდებისა და შარლ მიშელის სახელზე ამავე შინაარსის შუამდგომლობის გაგზავნის შემდეგ, პრეზიდენტმა წერილი მარნეულიდან მიიღო. თავად გვარამიას პოზიცია თავიდანვე ცნობილია - ის შეწყალების მოთხოვნას არ აპირებს. ამის მიუხედავად, მარნეულში აზერბაიჯანული თემის, სამოქალაქო და რელიგიური ორგანიზაციების წევრები, ასევე, ადგილობრივი მედიის წარმომადგენლები შეიკრიბნენ და პრეზიდენტს "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის შეწყალებისკენ მოუწოდეს.
ზურაბიშვილს გვარამიას შეწყალებას თხოვენ
10 ნოე 202220:10
3 წუთის საკითხავი