logo
ENG



თაბაგარი: უპასუხისმგებლო პრემიერი გვყავს, ზუსტად ისეთივე ბნელი, როგორც ეს ველური ხალხი

05 ივლ 202111:30
3 წუთის საკითხავი
 
თაბაგარი: უპასუხისმგებლო პრემიერი გვყავს, ზუსტად ისეთივე ბნელი, როგორც ეს ველური ხალხი
ფოტო: გვანცა ნემსაძე / ფორმულა

თბილისი პრაიდის დირექტორი, გიორგი თაბაგარი, პრემიერის განცხადებას ეხმაურება, რომელმაც თქვა, რომ "მიზანშეუწონელია" "ღირსების მარშის" გამართვა. თაბაგარი მას "უპასუხისმგებლო" პრემიერს უწოდებს.

"ნაცობა დაგვაბრალა ღარიბაშვილმა. ყოვლად უპასუხისმგებლო პრემიერ მინისტრი გვყავს. ზუსტად ისეთივე ბნელი, როგორც ეს ველური ხალხი, კარვებს რომ გლეჯენ ახლა!"- წერს ის. 

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ დღეს დაგეგმილი "ღირსების მარში" მისთვის "მიზანშეუწონელი" და საფრთხისშემცველია.

"დღეს დაანონსებული "მარში" მიმაჩნია მიზანშეუწონლად, დღევანდელი აქცია სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხეს შეიცავს. მოსახლეობის უმრავლესობისთვის ამ აქციის ჩატარება მიუღებელია. მიმაჩნია, რომ ეს აქცია არ უნდა ჩატარდეს", - თქვა მან.

პრემიერმა 5 ივლისის მთავრობის სხდომა ჰომოფობიური განცხადებით დაიწყო და თქვა ისიც, რომ ლგბტ თემი "ჩვეულებრივად ცხოვრობს" და მათ მიმართ არცერთი დისკრიმინაციული ფაქტი არ არსებობს. 

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ასევე ამტკიცებს, რომ ღირსების მარშის უკან ოპოზიცია დგას.

როგორც მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე თქვა, სწორედ ოპოზიცია, სააკაშვილის მეთაურობით, უკეთებს მარშს ორგანიზებას.

მანვე მიმართა ჰომოფობიურ და ძალადობრივ ჯგუფებს, რომლებმაც "ღირსების მარშის" კონტრაქცია დააანონსეს და თქვა, რომ მათაც აქვთ გამოხატვის კონსტიტუციური უფლება, თუმცა ეს უნდა მოხდეს მშვიდობიანად. 

პარალელურად, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ ძალადობრივი და ჰომოფობიური ჯგუფები სასულიერო პირებთან ერთად "ღირსების მარშის" კონტრაქციას მართავენ. მანამდე მათ ტერიტორიაზე განლაგებული ოპოზიციის კარვები დაარბიეს და ისე დაიკავეს ადგილი. 

დღეს, 5 ივლისს 18 საათზე "ღირსების მარშია" დაანონსებული. ორგანიზატორები დღის განმავლობაში გაავრცელებენ მათ სამოქმედო გეგმას. 

 


close დახურვა