logo
ENG



თაბაგარი რიონის მცველებზე: სამარცხვინო და სამწუხარო განცხადებაა

02 ივლ 202112:33
3 წუთის საკითხავი
 
თაბაგარი რიონის მცველებზე: სამარცხვინო და სამწუხარო განცხადებაა
ფოტო: ვახო ქარელი/ფორმულა

"ღმერთო, რა სამარცხვინო და სამწუხარო განცხადებაა". - ასე ეხმაურება Tbilisi Pride-ის ხელმძღვანელი, გიორგი თაბაგარი რიონის მცველების ჰომოფობიურ განცხადებას. 

"რიონის ხეობის მცველები" თბილისი პრაიდს გაემიჯნენ. 

გავრცელებულ განცხადებაში ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეებმა თქვეს, რომ "თბილისი პრაიდის" კვირეულის იდეა ერთმნიშვნელოვნად არის არატრადიციული ცხოვრების წესის პროპაგანდა, ეწინააღმდეგება საზოგადოებრივ აზრს, გამოხატავს მხოლოდ გარკვეული ჯგუფის ვიწრო ინტერესებს და მიმართულია სამოქალაქო ერთობის წინააღმდეგ". 

განცხადებაში ვკითხულობთ, რომ "ლგბტქ+ თემა გახდა პოლიტიკური შანტაჟის საფუძველი და თვლიან, რომ ნამოხვანის პროტესტიც არის ამ პოლიტიკური შანტაჟის ერთ-ერთი სამიზნე". 

ისინი აღნიშნავენ, რომ „თბილისი პრაიდის“ კვირეულის იდეა გარდა იმისა, რომ ერთმნიშვნელოვნად არის არატრადიციული ცხოვრების წესის პროპაგანდა, ეწინაამდეგება საზოგადოებრივ აზრს, გამოხატავს მხოლოდ გარკვეული ჯგუფის ვიწრო ინტერესებს და მიმართულია სამოქალაქო ერთობის წინააღმდეგ". 

"საზოგადოებრივი მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ ცალსახად ემიჯნება „თბილისი პრაიდის“ კვვირეულსა და მსგავს აქტივობებს, როგორც სახელმწიფოსა და საზოგადოების წინაამდეგ მიმართულ ქმედებას". - ნათქვამია განცხადებაში. 

აღსანიშნავია, რომ 24 მაისს, თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე რიონის მცველების აქციაზე მისულ აქტივისტებს, სალომე ბარკერს და ზუკა ბერძენიშვილს, გურამ ფალავანდიშვილის შვილმა ალექსანდრე ფალავანდიშვილმა და მისმა თანმხლებმა პირებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და ტერიტორიის დატოვება მოსთხოვეს. 

თავდასხმის მიზეზი ცისარტყელას ფერებში გაფორმებული სამკლაური გახდა, რომელიც სალომე ბარკერს ეკეთა და რომელიც თავდამსხმელთა განცხადებით, პროვოკაციული იყო. შსს-მ  აქციის მიმდებარე ტერიტორიას სწორედ სამოქალაქო აქტივისტები განარიდა.

ინდიცდნტის მიუხედავად, Tbilisi Pride-მა განაცხადა, რომ ისინი იზიარებენ "რიონის მცველების" მოთხოვნებს და მიაჩნიათ, რომ პროტესტი სამართლიანია. სწორედ ამიტომ, პრაიდში აცხადებენ, რომ გარკვეულ ძალადობრივ ჯგუფებს არ უნდა მიეცეთ პროტესტის დისკრედიტაციის საშუალება.

თბილისი პრაიდმა ნამოხვანჰესის წინააღმდეგ მიმართულ აქციების ორგანიზატორებს მიმართა და მოუწოდება მათ, გაემიჯნონ ძალადობრივ ჯგუფებს, რომლებიც ქვიართემის წარმომადგენლებს გამოხატვის თავისუფლებას უზღუდავენ.

საქართველოში Tbilisi Pride-ის კვირეული 1-ლიდან 5 ივლისის ჩათვლით გრძელდება. 

პირველი ღონისძიება სწორედ 1-ლ ივლისს ჩატარდა - დოკუმენტური ფილმის ჩვენება. 

ფილმის ჩვენება სიძულვილის ჯგუფების აგრესიული საპროტესტო აქციის ფონზე ჩატარდა. 

პრაიდის პირველი ღონისძიება გუშინ საღამოს, პირველ ივლისს გაიმართა. ტერიტორიაზე პოლიციას ცოცხალი კორდონი ჰქონდა მოწყობილი. ღონისძიების მონაწილეთა  ნაწილმა ტერიტორია საკუთარი ავტომობილებით დატოვა, ნაწილი კი პოლიციამ მიკროავტობუსებით გაიყვანა. მათ ძალადობრივმა ჯგუფებმა ქვები და კვერცხები ესროლეს. 

ღონისძიება პოლიციის დახმარებით დატოვეს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმაც.

23 ადამიანი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173 მუხლებით დააკავა, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. მათგან 20 შსს-მ ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. 


close დახურვა