logo
ENG



თადუმაძე მაკო გომურზე:დღევანდელი კანონით მას ვერ ექნება დაზარალებულის სტატუსი

30 ოქტ 201911:23
3 წუთის საკითხავი
 
zmonjx9nl3hlzo1.png

გენერალური პროკურორი ჟურნალისტებთან მაკო გომურზე მორიგ განმარტებას აკეთებს. მისი თქმით, გომურს მოქმედი კანონმდებლობით დაზარალებულის სტატუსი ვერ მიენიჭებოდა. 

"დაზარალებულის სტატუსი სასამართლოში იქნა გასაჩივრებული და სასამართლომ გაითვალისწინა ის სასამართლო მექანიზმები და კანონმდებლობა, რაც დღეს საქართველოში არსებობს. შესაბამისად მას არ მიენიჭა დაზარალებულის სტატუსი",- განაცხადა თადუმაძემ.  ჟურნალისტებმა პროკურორს ასევე ჰკითხეს, მაკო გომურის მოსმენაზე. როგორც გომური ამტკიცებს, მის ტელეფონს უსმენენ. თადუმაძე ამ თემაზე მხოლოდ მოკლე კომენტარით შემოიფარგლა და მაკო გომურს რჩევა მისცა.

"რაც შეეხება მოსმენას, ამ თემაზე შეუძლია მიმართოს შესაბამის ორგანოს",- განაცხადა თადუმაძემ. 

შეგახსენებთ, რომ მაკო გომურს სასამართლომ დაზარალებულის სტატუსი არ მიანიჭა. გარდა ამისა, როგორც მან "ფორმულასთან" საუბრისას განაცხადა, მას უსმენენ. 


close დახურვა