logo
ENG



თადუმაძე მეუფე იაკობის განცხადებაზე:ბოდვებზე გამოძიება ვერ დაიწყება

30 ოქტ 201911:05
3 წუთის საკითხავი
 
p395ktgvd9fmz7k.jpg

გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე მეუფე იაკობის განცხადებებს გამოეხმაურა. როგორც მან ჟურნალისტებთან აღნიშნა, ამ საკითხის ირგვლივ გამოძიება ვერ დაიწყება. მისი თქმით, მეუფის განმარტებებში დანაშაულის ნიშნები არ იკვეთება. 

"როცა ვხედავთ დაწყების საფუძველს მაშინ ვიწყებთ გამოძიებას, განცხადებები რომლებიც არ შეესაბამება სინამდვილეს, ბუნებრივია ეს გამოძიების საფუძველი არ არის, არც ყოფილა და არც იქნება. პრემიერთან შეხვედრა შეუძლია ნებისმიერ ადამიანს და ეს დანაშაულის ნიშნებს არ შეიცავს. გამოძიება ბოდვებზე ვერ დაიწყება. ამ სახის ინფორმაციაზე გამოძიება არასოდეს, არცერთ ქვეყანაში არ იწყება. ბუნებრივია არც აქ დაიწყება,"-აცხადებს თადუმაძე.

 


close დახურვა