logo
ENG



თადუმაძის შემცვლელად ოცნებაში ბაკურ აბულაძეს განიხილავენ

17 დეკ 201920:06
3 წუთის საკითხავი
 
5y464t2rovlxlro.jpg

„ქართული ოცნება“ არ ადასტურებს, თუმცა ცნობილია, რომ  თადუმაძის შემცვლელად ბაკურ აბულაძეს განიხილავს, რომელიც გენ-ინსპექციის ხელმძღვანელი და ხორავას ქუჩის მკვლელობის  სკანდალის გამო იძულებით გადამდგარი - ირაკლი შოთაძის კადრია.

კიდევ ერთი კანდიდატად სახელდება თადუმაძის მოადგილე გიორგი გოგაძე, რომელმაც საზოგადოებას თავი ანტისაოკუპაციო აქციების და სამოქალაქო აქტივისტების კრიტიკით დაამახსოვრა. ჯერ კიდევ საპროკურორო საბჭოს არჩევნებზე  „ფორმულასთან“ ის საკუთარ კანდიდატურას უარყოფდა და სხვა მოადგილეების დაწინაურებაზე მიუთითებდა.

ქვეყანას მთავარი სახელმწიფო ბრალმდებელი უკვე ერთი კვირაა არ ჰყავს, ამ მოვალეობას ახლის დამტკიცებამდე გიორგი ბადაშვილი ასრულებს, რომელიც 2014-2015 წლებში მთავარი პროკურორი იყო, მაშინ მისი მოადგილე - ირაკლი შოთაძე იყო, რომელიც მოგვიანებით მთავარი პროკურორის პოსტზე დაწინაურდა, ბადაშვილი კი მისი მოადგილე გახდა. 


close დახურვა