logo
ENG



თავდასხმა მამა-შვილზე ზუგდიდში - შაბათის ფორმულა

24 ივლ 202120:01
3 წუთის საკითხავი
 

ზუგდიდში მამაშვილ ლაგვილავებზე - თავდასხმა განხორციელდა, ვიდეო კი დღეს გავრცელდა. ვიდეო მასალაში ჩანს, რომ დანაშაულში ბრალდებული მიდის ბენზინ გასამართ სადგურზე თავისი მანქანით, ეჯახება და აზიანებს ლაგვილავების მანქანას. მამა-შვილი ლაგვილავები მისი მანქანიდან გადმოყვანას ცდილობენ, რა დროსაც ბრალდებული კვიკვინია პირველად მანქანიდან ისვრის. სროლის შემდეგ ის მანქანიდან ძალით გადმოჰყავთ, მაგრამ განიარაღებას ვერ ახერხებენ. კვიკვინია ჯერ შვილს ესვრის, და შემდეგ მამას. 65 წლის კაცი ადგილზე გარდაიცვალა. 


close დახურვა