logo
ENG



თავდასხმა პრეზიდენტზე, ოპოზიციაზე, სამოქალაქო სექტორზე

22 თებ 202420:05
3 წუთის საკითხავი
 

თავდასხმა პრეზიდენტზე, ოპოზიციაზე, სამოქალაქო სექტორზე. პარლამენტის თავმჯდომარემ წლიური ანგარიშის დიდი ნაწილი ოპონენტების ლანძღვას დაუთმო, მეორე ნახევარი კი საკუთარი თავისა და ივანიშვილის ხელისუფლების ქებას. პაპუაშვილს აღტაცებით უსმენდნენ ოცნების დეპუტატები. სპიკერმა თავი დღეს იმითაც მოიწონა, რომ პარლამენტი გახსნილი ორგანოა, არადა სწორედ პაპუაშვილის თავმჯდომარეობის დროს დაწესდა მედიისთვის შეზღუდვები. რუსული კანონისა და კორუფციის შეხსენება სპიკერისა და ივანიშვილის დეპუტატების განსაკუთრებულ გაღიზიანებას იწვევს. სხდომაზე რამდენჯერმე წარმოიშვა ხმაურიც. 


close დახურვა