logo
ENG



თავდასხმა ქაბულში - დაშავდა 18 ადამიანი

06 მარ 202014:18
3 წუთის საკითხავი
 

ქაბულში მემორიალური ცერემონიის დროს თავდასხმა მოხდა. შეიარაღებულმა პირებმა ცეცხლი იმ დროს გახსნეს, როდესაც შეკრებილები შიიტი ლიდერის მკვლელობის 25-ე წლისთავს აღნიშნავდნენ.

წინასწარი მონაცემებით, სროლის შედეგად 18 ადამიანი დაშავდა. ცერემონიას გავლენიანი ავღანელი პოლიტიკოსი აბდულა აბდულაც ესწრებოდა.

ის თავდასხმას უვნებელი გადაურჩა. თალიბები მომხდართან კავშირს უარყოფენ. შემთხვევის ადგილი სამართალდამცველებს ამ დრომდე გადაკეტილი აქვთ, რადგან ეჭვმიტანილები ერთ-ერთ შენობას თავს აფარებენ.   


close დახურვა