logo
ENG



თავდაცვა: ბორჯომის ხანძრის ქრობის პროცესში რეზერვისტები მხარდამჭერ ფუნქციას შეასრულებენ

25 აგვ 202211:21
3 წუთის საკითხავი
 
2022/08/25/dr1pyyojb0yf0mk.jpg

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბორჯომში ცეცხლის ქრობის სამუშაოებში საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის მე-10 კადრირებული ბრიგადის ტერიტორიული რეზერვის 102-ე ბატალიონის ასეული ჩაერთო.

უწყების ცნობით, რეზერვისტები სოფელ აწყურის მიმართულებაზე არიან გადასროლილი და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებთან კოორდინირებით სხვადასხვა მხარდამჭერ ამოცანას ასრულებენ - მათ შორის ცეცხლის კერების შეკავება, ასევე პერიმეტრზე მონიტორინგი და პატრულირებაა.

"102-ე ბატალიონის რეზერვისტებს საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სპეციალური სწავლება, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ფარგლებში, დანიელი სამხედროების, ეროვნული გვარდიის ინსტრუქტორებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის დახმარებით აქვთ გავლილი. ასეული დანიური მხარის მიერ გადაცემული კრიზისებზე რეაგირების ინვენტარითაცაა აღჭურვილი"- ნათქვამია განცხადებაში.

ბორჯომის ხეობაში ხანძარს მე-7 დღეა, ებრძვიან. ცეცხლის ქრობას მაღალი ტემპერატურა და ქარი ართულებს. 

სამუშაოებში ვერტმფრენი მხოლოდ ხანძრის მესამე დღეს ჩაერთო. 


close დახურვა