თავდაცვის მინისტრის მოადგილე დავით სუჯაშვილმა მესაზღვრეებს პროფესიული დღე რუსი სამხედროს ფოტოთი მიულოცა.
მან პოსტი Facebook-ზე გამოაქვეყნა და მას შემდეგ, რაც კომენტარებში აღნიშნეს, რომ სურათზე რუსი ჯარისკაცია, სუჯაშვილმა პოსტი წაშალა.
ის ფოტოს მოგვიანებით გამოეხმაურა და დაწერა, რომ გვერდს თავად არ მართავს და "ადმინისტრატორმა გაუფრთხილებლობით მძიმე შეცდომა დაუშვა".