logo
ENG



თავდაცვის მინისტრობის კანდიდატი ამბობს, რომ სავალდებულო ჯარი გავლილი არ აქვს

21 თებ 202119:04
3 წუთის საკითხავი
 
2021/02/21/6kh4fye1p56kmzv.jpg

თავდაცვის მინისტრობის კანდიდატი ჯუანშერ ბურჭულაძე ამბობს, რომ სავალდებულო ჯარი გავლილი არ აქვს. ამის შესახებ მას კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე პარტია მოქალაქეების ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა ჰკითხა.

მინისტრობის კანდიდატმა კითხვას ასე უპასუხა:

"სავალდებულო ჯარი არ მაქვს გავლილი, სამწუხაროდ. თავი არ ამირიდებია, ეს იყო იმით განპირობებული, რომ 17 წლის ასაკში შევქმენი ოჯახი, შემეძინა შვილი, შემდეგ 20 წლის ასაკში დავიწყე მუშაობა", - თქვა მან.

ბურჭულაძე ამ პოსტზე 19 თებერვალს წარადგინესთავდაცვის მინისტრის თანამდებობა მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც ქართულმა ოცნებამ პრემიერმინისტრობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილი წარადგინა, რომელიც მანამდე თავდაცვის მინისტრის პოსტს იკავებდა. 


close დახურვა