თავდაცვის სამინისტრომ 300-ზე მეტი ერთეული სპეციალური საავტომობილო ტექნიკა შეიძინა, მათ შორის - IVECO-ს ტიპის საწვავმზიდები, მაღალი გამავლობის IVECO-ს და MAN-ის ტიპის სატვირთო ავტომობილები.
ტექნიკა ვაზიანში, მეოთხე მექანიზებული ბრიგადის სამწყობრო მოედანზეა გამოფენილი.
თავდაცვის ცნობით, მოძველებული ტექნიკის შენახვა და გარემონტება თავდაცვის ძალებს მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში მილიონობით ლარი უჯდებოდა. ახალი ავტომობილებით აღჭურვა თავდაცვის ძალების შესაძლებლობების გაუმჯობესებას, მობილურობის ზრდას და დავალების ეფექტიანად შესრულებას უზრუნველყობს. აღნიშნული პროცესი გრძელდება და მიღებული სატრანსპორტო საშუალებები გადანაწილდება დაქვემდებარებულ ქვედანაყოფებში არსებული გეგმის შესაბამისად.