საქართველოს თავდაცვის ძალების ქართული გაუყინავი საქონლის ხორცით მომარაგება დაიწყო. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა გორის სამხედრო ბაზაზე ჯარისკაცებთან ერთად ისადილა. ირაკლი ღარიბაშვილი მოადგილესთან ჯუანშერ ბურჭულაძესთან, თავდაცვის ძალების წარმომადგენლებთან და საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარესთან ნინო ზამბახიძესთან ერთად პირადად გაეცნო ჯარისკაცების კვების ახალ რაციონს და ქართული გაუყინავი საქონლის ხორცით მომზადებული კერძი დააგემოვნა.
„ჩვენი ჯარი დღეიდან მარაგდება ქართული ხორცით. ავაწყობთ სისტემას, რომელიც უზრუნველყოფს ახალი ხორცით მომარაგებას. ეს იყო გამოწვევა, რომელიც იწვევდა უკმაყოფილებას სამხედროებსა და მოქალაქეებში. მე ვფიქრობ, რომ ეს არის სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი“, - აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.
ახალი სოციალური პოლიტიკის ფარგლებში მიმდინარეობს თავდაცვის ძალების ინფრასტრუქტურის განახლებაც, მათ შორის ყველა სასადილოსა და საკვები ობიექტის უმაღლეს სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა, რაც უმაღლეს დონეზე აიყვანს სამხედროთა კვებითი მომსახურების პირობებს.