ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეში დამნაშავე ჯერ კიდევ არაა გამოკვეთილი - დაკითხულია 50-ზე მეტი მოწმე, თუმცა სამართალდამცველებს ამ დრომდე არავინ დაუკავებიათ.
ფეხბურთელს მრავლობითი და მძიმე დაზიანებები აქვს. ოჯახის მიერ დაქირავებული დამოუკიდებელი ექსპერტი ამბობს, რომ მას ბლაგვი საგნით მიყენებული ჭრილობები აქვს. მისივე თქმით, გასარკვევია, მან ეს დაზიანებები მიიღო სიკვდილამდე, თუ სიკვდილის შემდეგ.
„ცალსახად დგინდება, რომ სხეულს აღენიშნება გარეგნული დაზიანებები, ბლაგვი ტრავმის სახით. როგორც თავი, სახის, სხეულის სხვადასხვა მიდამოებში. აღებული იქნა ბიოლოგიური მასალა კვლევისთვის, რათა დადგინდეს, ცოცხალი მოხვდა თუ არა გარდაცვლილი წყალში, ანუ ჰქონდა თუ არა ადგილი ასფიქსიით სიკვდილს. თუ პირიქით", - ამბობს ექსპერტი ალექსანდრე გეჯაძე.
ოჯახის ახლობლები ამბობენ, რომ ისინი ამ დრომდე ელობიან ექსპერტიზის პასუხებს, თუ როდის მიიღო შაქარაშვილმა დაზიანებები და მხოლოდ ამის შემდეგ დააფიქსირებენ კონკრეტულ პოზიციას.
„თავის ქალა აქვს დამტვრეული და სხეულის სხვადასხვა ნაწილებიც. შეიძლება გადმოვარდნის შემდეგ იყოს მიღებული, შეიძლება არა. ამიტომ ველოდებით ექსპერტიზას", - ამბობს ოჯახის ახლობელი, ნიკა ჯაჭვაძე.
შეგახსენებთ, რომ გიორგი შაქარაშვილი 18 ივნისს გაუჩინარდა - ოთდღიანი ძებნის შემდეგ, მისი ცხედარი არაგვში იპოვეს.