თავისუფალი მედიის მხარდამჭერი აქცია გაიმართა ბათუმში. საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს შენობასთან მოძრაობის „ქვეყნის სამსახურში" წევრები შეიკრიბნენ. აქციის მონაწილეები ხელისუფლების მხრიდან კრიტიკული მედიასაშუალებების სარედაქციო თავისუფლების შეზღუდვის მცდელობას აპროტესტებდნენ. ხელისუფლების მხრიდან ზეწოლის მცდელობაზე თავად აჭარის მაუწყებლის ჟურნალისტები მიუთითებენ.
თავისუფალ მედიაზე ზეწოლა გააპროტესტეს ბათუმში
06 ოქტ 201920:59
3 წუთის საკითხავი