logo
ENG



თავისუფალი ხალდე რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ - დავიწყებული ისტორიის ფრაგმენტი დროებაში

07 ივნ 202021:00
3 წუთის საკითხავი
 

ჯერ ცარისტული რუსეთი, შემდეგ კი საბჭოთა რეჟიმი ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ ქართველი ერის მეხსიერებიდან წაეშალა რუსულ იმპერიასთან ქართველების თავგანწირული დაპირისპირების ისტორიული მაგალითები. ჩვენი ქვეყნის წარსულით დაინტერესებული ადამიანების დიდი ნაწილისთვისაც კი ცოტა რამ იყო ცნობილი სვანეთში მომხდარი აჯანყების შესახებ.

ზღვის დონიდან 2100 მეტრზე, სოფელში, რომელიც წელიწადის ექვსი თვე თოვლითაა დაფარული, სულ 19-მდე ოჯახი სახლობდა. ესაა ზემო სვანეთის სოფელი ხალდე. იქამდე ასვლა არათუ ძველად, არამედ დღესაც ძალიან რთულია. ეს ხალხი წავიდა და დასახლდა ამ სიმაღლეზე იმის გამო, რომ არ სურდათ მათზე ვინმეს ებატონა! ამიტომაც ცხოვრობდნენ ყველასგან და ყველაფრისგან მოწყვეტილად. ისინი თავისუფლები იყვნენ! მაგრამ მათი თავისუფლება რუსეთის იმპერიისთვის მიუღებელი აღმოჩნდა. სოფელი სამაგალითოდ დასაჯეს და მთლიანად  გაანადგურეს.

ზემო სვანეთის სათემო ორგანიზაციამ გადაწყვიტა ამ ისტორიის უკვდავყოფა, ახალგაზრდები დაბა მესტიაში ერთ-ერთი ქუჩისთვის თავისუფალი ხალდეს სახელის დარქმევას ითხოვენ.


close დახურვა