logo
ENG



თავისუფალის და აგრარულის სტუდენტები: უარს ვამბობთ სწავლის ჩვეულ ფორმატში გაგრძელებაზე

12 მაი 202419:04
3 წუთის საკითხავი
 
2024/05/12/th6wg17zz6eh8lb.jpeg

თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტები უერთდებიან რუსული კანონის საწინააღმდეგო პროტესტს და აკადემიური პროცესის განახლებაზე უარს აცხადებენ.

მათი თქმით, რუსული კანონი სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგაა მიმართული და ის ევროპული ოჯახის წევრობაზე ქართველი ხალხის გაცხადებულ ნებას უგულებელყოფს.

"ჩვენ მხარს ვუჭერთ და ვუერთდებით სხვა უნივერსიტეტის სტუდენტების, ჩვენი თანატოლებისა და თანამებრძოლების იდეას, უარი ვთქვათ სასწავლო პროცესის ჩვეულ ფორმატში გაგრძელებაზე, ვინაიდან მივიჩნევთ, რომ საქართველო იმყოფება ისტორიულ გზაჯვარედინზე, სადაც გადაწყდება ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისა თუ რუსული მმართველობის ქვეშ მისი მოქცევის ბედი. მმართველი პარტია უპირისპირდება საქართველოს უმაღლეს კანონს - კონსტიტუციას, და უმძიმესი მეთოდებით არბევს მომიტინგეებს, რომლებსაც ქვეყნის ევროატლანტიკური მომავლის მიღწევა უპირველეს მიზნად აქვთ დასახული.

სწორედ ამიტომ, ჩვენი, როგორც თითოეული მოქალაქის ვალია, დავიცვათ საქართველოს ისტორიული არჩევანი და არ მივცეთ რუსულ ხელისუფლებას უფლება წაგვართვას უმთავრესი, რასაც თავისუფლება ჰქვია.

შევხვდებით იქ, სადაც ჩვენი ყოფნა გადამწყვეტია!

ცოდნით, შრომით და თავისუფლებით - ევროპისკენ", - ნათქვამია განცხადებაში.


close დახურვა