თავისუფლება ვაჟა ექიმს - ამ ბანერით გაიხსნა ეროვნული ლიგის შეხვედრა გორის "დილასა" და თბილისის "დინამოს" შორის. საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია და ეროვნული ლიგის კლუბები კიდევ ერთხელ გამოხატავენ ქართველი ექიმის მიმართ მხარდაჭერას და მის გათავისუფლებას მოითხოვენ.
საოკუპაციო რეჟიმმა ქართველი ექიმი 9 ნოემბერს ე.წ საზღვრის უკანანოდ გადაკვეთის ბრალდებით დააკავა და 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ქართული მხარე და საერთაშორისო ორგანიზაციები მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ამ დრომდე უშედეგოდ ცდილობენ.