ნიკა მელიას პირველი კადრი დაკავებიდან სამი კვირის შემდეგ. გისოსებს მიღმა მყოფ ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეს დღეს თანაპარტიელები და მხარდამჭერები მიესალმნენ. სწორედ საკნის ფანჯრიდან მიესალმა ოპოზიციის ლიდერი საპატიმროსთან შეკრებილებს.
მხარდამჭერი მსვლელობა თბილისიდან რუსთავის ციხემდე უკვე მესამედ გაიმართა. აქციის პარალელურად ნაციონალური მოძრაობის მთავარი ოფისის ფასადზე გაკრულ ნიკა მელიას ბანერს ცეცხლსასროლი იარღით ესროლეს.