ბელარუსში მიმდინარე საპროტესტო აქციების მხარდასაჭერად ვილნიუსიდან ლიეტუვა-ბელარუსის საზღვრამდე 32-კილომეტრიანი ცოცხალი ჯაჭვი შეკრეს.
აქცია-პერფორმანსში, 50 000-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. აქციაში "თავისუფლების გზა" ლიეტუველი პოლიტიკოსებიც მონაწილეობდნენ, მათ შორის, ყოფილი პრეზიდენტი, დალია გრიბაუსკაიტე და ქვეყნის მოქმედი ლიდერი, გიტანას ნაუსედა.
"30 წლის წინ ლიეტუველებმა ლატვიელ და ესტონელ ძმებთან ერთად ცოცხალი ჯაჭვი შეკრეს. დღეს ბელარუსი ხალხი მსოფლიოს აჩვენებს თავის ნებას: მათ უნდათ, იყვნენ თავისუფლები", - წერს ნაუსედა Twitter-ზე.
Three decades ago, Lithuanians lined up in a human chain together with their Latvian and Estonian brothers. The Baltic Way sent the message of Freedom. Today Belarusians are sending their message to the world: they want to be free. pic.twitter.com/8bN6jNqbFP