logo
ENG



თავისუფლების მარში - კი ევროპას, არა რუსულ კანონს!

09 აპრ 202419:56
3 წუთის საკითხავი
 

საქართველო დღეს თანამედროვე ისტორიის ორ უმნიშვნელოვანეს თარიღს აღნიშნავს - 9 აპრილის ტრაგედიიდან 35, დამოუკიდებლობის აღდგენიდან კი 33 წელი გავიდა, საზოგადოება კი ახლაც რუსეთის გავლენისგან საბოლოოდ თავის დასაღწევად იბრძვის. დედაქალაქის მთავარ მოედანზე თავისუფლების მარშმა ჩაიარა, მთავარი გზავნილით - ჩვენ ვირჩევთ ევროპას, საქართველო არასდროს იქნება რუსეთი. მსვლელობა პირველი რესპუბლიკის მოედანზე დაიწყო და პარლამენტის შენობასთან ახლა უკვე დასრულებულია. მომდევნო აქცია 15 აპრილს არის დაგეგმილი, როცა რუსულ კანონს კომიტეტზე განიხილავენ.


close დახურვა