logo
ENG



თაკო ჩარკვიანი: ივანიშვილი არღვევს კონსტიტუციას და ადამიანებს ხმის უფლებას ართმევს

14 ნოე 201918:58
3 წუთის საკითხავი
 
jzwy66ef5j8ec73.jpg

პარტია „კანონი და სამართალის" დამფუძნებელი თაკო ჩარკვიანი ჟურნალისტებთან საუბრისას აცხადებს, რომ ივანიშვილმა დაარღვია კონსტიტუცია და ადამიანებს ხმის უფლება წაართვა.

„ეს არის უკიდეგანო სირცხვილი, რაც დღეს ივანიშვილმა ჩაიდინა და გადააგდო საქართველო. გვეგონა რომ მონაპოვარი იყო პროპორციული არჩევნები, რაც ამ ბავშვებმა 20 ივნისის შემდეგ იწვალეს, მანამდე გაერთიანებული ოპოზიცია ხელმოწერებს აგროვებდა ამ მოთხოვნით. გაამწვავებს? უფრო მეტად გავამწვავებთ კანონის ჩარჩოებში. ადამიანებისთვის გამოხატვის უფლება არავის წაურთმევია. პირიქით, ივანიშვილი არღვევს კონსტიტუციას და ადამიანებს ხმის უფლებას ართმევს. ჩვენ სულ არ გვინდა სიტუაციის დამძიმება. მიხვდება პირველ ჯერზე, რომ მან სახელმწიფოს წინაშე ჩაიდინა საშინელება, ჩვენ ყველაფერზე მივდივართ," - განაცხადა ჩარკვიანმა.

შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო უმრავლესობამ დაპირება არ შეასრულა და ჩააგდო კანონპროექტი მაჟორიტარული საარჩევნო სისტემიდან პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით. პარლამენტის წინ დღეს, ამ წუთებში აქცია მიმდინარეობს, სადაც საზოგადოება და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები ჩაგდებულ კანონპროექტს აპროტესტებენ.


close დახურვა