logo
ENG



თალაკვაძე: განმეორებითი არჩევნები, მათ შორის პლებისციტი, არ განიხილება

07 დეკ 202016:47
3 წუთის საკითხავი
 

 ოპოზიციის და ხელისუფლების შეხვედრის III რაუნდის დასრულების შემდეგ არჩილ თალაკვაძემ იმედი გამოთქვა, რომ შემდეგ შეხვედრაზე შეთანხმება მოხერხდება. 

მისი განცხადებით, დღევანდელ შეხვედრაზე ოპოზიციამ და ქართულმა ოცნებამ კიდევ უფრო დააახლოვეს პოზიციები. 

"დღევანდელი შეხვედრა არის კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი შეთანხმებისკენ. ის ემსახურებოდა პოზიციების კიდევ უფრო დაახლოებას იმ მნიშვნელოვან საკითხებზე, რაც უკავშირდება პოლიტიკური სისტემის სტაბილურობას და შემდგომ გრძელვადიან თანამშრომლობას, რაც ჩვენს ქვეყანას დღეს ძალიან სჭირდება, მე მსურს, კიდევ ერთხელ გადავუხადო მადლობა ელჩებს და იმედი გამოვთქვა, რომ შემდეგ შეხვედრაზე შევძლებთ პოზიციების ისე დაახლოებას, რომ შესაძლებელი გახდება შეთანხმება, მისი გაფორმება და პარლამენტის მრავალპარტიული ფუნქციონირება". - თქვა თალაკვაძემ. 

თუმცა, თალაკვაძემ კიდევ ერთხელ თქვა ისიც, რომ ქართული ოცნება განმეორებით არჩევნებს არ განიხილავს.

"განმეორებით არჩევნებს ან მასთან დაკავშირებულ რამე ვერსიას, მათ შრის პლებისციტს ქართული ოცნება, რა თქმა უნდა, არ განიხილავს". - თქვა თალაკვაძემ. 

ოპოზიციის და ხელისუფლების შეხვედრის III რაუნდის დასრულების შემდეგ არჩილ თალაკვაძემ კიდევ ერთხელ თქვა, რომ ქართული ოცნება განმეორებით არჩევნებს არ განიხილავს.

"განმეორებით არჩევნებს ან მასთან დაკავშირებულ რამე ვერსიას, მათ შრის პლებისციტს ქართული ოცნება, რა თქმა უნდა, არ განიხილავს". - თქვა თალაკვაძემ. 

ოპოზიციამ და ხელისუფლებამ შეხვედრაზე ის 4-პუნქტიანი გეგმა განიხილეს, რომელიც ოპოზიციამ ხელისუფლებას შესთავაზა და რომლის ერთ-ერთი პუნქტიც რიგგარეშე არჩევნების შესახებ პლებისციტის ჩატარებაა. 

4 დეკემბერს ოპოზიციამ ფასილიტატორ ელჩებს წერილობითი ფორმით წარუდგინა წინადადებები, რომელშიც საუბარია რიგგარეშე არჩევნებზე ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში, ასევე პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე. 

რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას ოპოზიცია ითხოვს, ვინაიდან 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს გაყალბებულად მიიჩნევს და პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობს. 

თუ ოპოზიციის მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება და მათი ბოიკოტიც ძალაში დარჩა, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად ერთპარტიული პარლამენტი შეიკრიბება. 


close დახურვა