პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, დღეს ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეთანხმების მიღწევა შესაძლებელი იყო, თუმცა ის მიიჩნევს, რომ ამისთვის ოპოზიცია არ იყო მზად.
თალაკვაძის თქმით, "თუ ოპოზიციას ექნება პრაგმატული და სამართლიანი დამოკიდებულება საკითხებთან", შეთანხმების მიღწევას შეძლებენ.
"სახელმწიფოსთვის, საქართველოსთვის და ჩვენი მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე შეთანხმება დღეს იყო შესაძლებელი, ჩვენი მხრიდან ამისთვის არსებობდა სრული მზადყოფნა. სამწუხაროდ, ოპოზიცია არ იყო დღეს მზად შეთანხმების მისაღწევად, მათ პრიორიტეტი მიანიჭეს არა საქართველოსთვის და საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საკითხებს, არამედ იმ საკითხებს, რომლებიც კონკრეტულად მათი რამდენიმე პარტიისთვის არის პრიორიტეტული...
ეს დრო არ იყო დაკარგული დრო. ვფიქრობ, რომ იმ საკითხებზე რაც საქართველოს და საზოგადოებას სჭირდება პოზიციები არის დაახლოებული და ნებისმიერ შემთხვევაში, მომავალში თუ ოპოზიციას ექნება პრაგმატული და სამართლიანი დამოკიდებულება საკითხებთან, ჩვენ შევძლებთ ამაზე შეთანხმებას", - ამბობს არჩილ თალაკვაძე.
დანიელსონი საქართველოში 12 მარტს ჩამოვიდა და არაერთხელ შეხვდა როგორც ოცნებას, ისე ოპოზიციურ პარტიებს.
დანიელსონამდე კი საქართველოში თავად შარლ მიშელი იმყოფებოდა. მან 6-პუნქტიანი დოკუმენტი წარადგინა, რომელიც ხელისუფლებას და ოპოზიციას უნდა განეხილათ. მათ შორის იყო რიგგარეშე არჩევნებისა და პოლიტიკური პატიმრების საკითხი.
მხარეებს შორის 9-საათი შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა.