logo
ENG



თალაკვაძე: კალაძე არ არის ის ლიდერი, რომელიც თამაშს ვადამდე ტოვებს

31 მარ 202121:43
3 წუთის საკითხავი
 
თალაკვაძე: კალაძე არ არის ის ლიდერი, რომელიც თამაშს ვადამდე ტოვებს

არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ ქართული ოცნება 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებისთვის თბილისის მერობას კვლავ კახი კალაძეს შესთავაზებს. 

"კახი კალაძე არის ჩვენი გუნდის გამორჩეული ლიდერი, ჩვენ მასთან ერთად არა ერთი გამარჯვება გვაქვს მოპოვებული არჩევნებში და არა ერთი მნიშვნელოვანი პირობა და მნიშვნელოვანი პროექტიც გვაქვს განხორციელებული ერთად. კახი კალაძე არ არის ის ლიდერი, რომელიც ტოვებს თამაშს ვადამდე, ტოვებს თამაშს ისე, რომ თავისი პირობები არ შეასრულოს.

რა თქმა უნდა, ჩვენი პოლიტიკური პარტია უკვე იწყებს მზადებას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის, მიმდინარე პოლიტიკური პროცესების და ამ დიალოგის დასრულების შემდეგ ჩვენ უკვე გადავერთვებით აქტიურად თვითმმართველობის არჩევნებისთვის მზადებაზეც..

უშუალოდ კახისთანაც გვექნება კონსულტაციები თბილისში ჩვენს მომავალ გუნდთან დაკავშირებით. ჯერ ადრეა მერობის კანდიდატის დასახელება, თუმცა პირველი შეთავაზება გუნდისგან რა თქმა უნდა ექნება სწორედ კახი კალაძეს". - თქვა არჩილ თალაკვაძემ რუსთავი 2-ის ეთერში. 


close დახურვა