logo
ENG



თალაკვაძე: ფაქტი ერთია, რომ თადუმაძეს მიღებული აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება

11 ოქტ 201917:45
3 წუთის საკითხავი
 
hzv4v2oqxmij910.jpg

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ჟურნალისტებთან საუბრისას აცხადებს, რომ პარლამენტის იურიდიულმა კომიტეტმა, თადუმაძის დიპლომთან დაკავშირებით, განათლების სამინისტრომ ხარისხის ცენტრს უკვე მიმართა.

"თქვენ იცით, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით, იურიდიულ კომიტეტს მიმართული აქვს განათლების სამინისტროს ხარისხის ცენტრისადმი. უახლოეს დღეებში, შეიძლება ამ კვირაშიც, ჩვენ უკვე ველოდებით ოფიციალურ პასუხს, რაც ვფიქრობ, საბოლოოდ ამოწურავს ამ საკითხზე დისკუსიას. ფაქტი ერთია, რომ ბატონ შალვა თადუმაძეს, როგორც სხვა კანდიდატებს, მიღებული აქვთ უმაღლესი იურიდიული განათლება. ის არის გამოცდილი იურისტი, ადვოკატი და იურიდიული განათლება რომ არ ქონდეს, შეუძლებელი იქნებოდა ბუნებაში, ეს საქმიანობა განეხორციელებინა.", - განაცხადა თალაკვაძემ.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტში იურიდიულ კომიტეტის სხდომაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენა მიმდინარეობს. განხილვის საგანი გახდა გენერალური პროკურორის დიპლომის საკითხი. დიპლომში წერია, რომ თადუმაძემ ნოდარ დუმბაძის სახელობის ინსტიტუტში სწავლა დაიწყო 1993 წელს, ხოლო თავად სასწავლებელი 1994 წელს დაარსდა. ამავდროულად, „ფორმულამ“ მოიპოვა თადუმაძის კიდევ ერთი დიპლომი, სადაც ნათქვამია, რომ თადუმაძე 1994-1998 წლებში საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სწავლობდა.

ოპოზიცია თადუმაძის დიპლომის საკითხის გასარკვევად პარლამენტის საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს.


close დახურვა