logo
ENG



თალაკვაძე 9/11-ზე: ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში საქართველო აშშ-ის მტკიცე პარტნიორია

11 სექ 202010:45
3 წუთის საკითხავი
 
თალაკვაძე 9/11-ზე: ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში საქართველო აშშ-ის მტკიცე პარტნიორია

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე 11 სექტემბრის ტერაქტის მე-19 წლისთავს Twitter-ზე ეხმაურება და აცხადებს, რომ საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში საქართველო აშშ-ის მტკიცე პარტნიორია.

"დღეს, ვიხსენებთ ამერიკის შეერთებულ შტატებზე განხორციელებულ 2001 წლის 11 სექტემბრის ტერორისტულ თავდასხმებს და პატივს მივაგებთ ამ ტრაგიკული დღის უდანაშაულო მსხვერპლებს, ასევე, პოლიციელებისა და მეხანძრეების გმირობას", - წელს არჩილ თალაკვაძე. 

11 სექტემბრის ტრაგედიიდან 19 წელი გავიდა. ტერაქტმა, რომელმაც  3 ათასი  ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, შეერთებული შტატების ისტორიაში ყველაზე მასშტაბურ ტრაგიკულ მოვლენად რჩება.

19 წლის წინ, ტერორისტული დაჯგუფების ალ-ქაიდას 19 წევრმა 4 სამგზავრო თვითმფრინავი გაიტაცა. პირველი თვითმფრინავი მსოფლიო სავაჭრო ცენტრის შენობას დილის 8 საათსა და 46 წუთზე შეეჯახა. დაღუპულებს შორის 343 მეხანძრე, 23 პოლიციელი და 37 სატრანსპორტო კომპანიის თანამშრომელი იყო.


close დახურვა