საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე ამერიკელი კონგრესმენების წერილს ეხმაურება. თალაკვაძის თქმით, მხოლოდ იმ ორი საკითხით, რაზეც კონგრესმენებმა ძირითადი ყურადღება გაამახვილეს, არ შეიძლება გადაიფაროს ბოლო წლებში მიღწეული წარმატებები. გარდ ამისა, როგორც პარლამენტის სპიკერმა აღნიშნა, სამთავრობო დელეგაცია უკვე გაემგზავრა ამერიკაში იმისთვის, რომ კონგრესმენებს ამ კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით ამომწურავი ინფორმაციის მიაწოდონ.
„რა თქმა უნდა ჩვენთვის სახელმძღვანელო არის ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის და სახელმწიფო დეპარტამენტის ისე კონგრესის ოფიციალური წერილი, ასევე საინტერესოა როგორც ჩვენი მეგობრების კონგრესმენების ცალკეული შეფასებებიც, ჩვენ ამას განვიხილავთ როგორც მეგობრების მოსაზრებას. ახლა საპარლამენტო დელეგაცია იმყოფება ვაშინგტონში და ჩვენი დელეგაცია უზრუნველყოფს ამ კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით ამომწურავი ინფორმაციის მიწოდებას, ვინაიდან საქართველოს აქვს მიღწეული ხელშესახები პროგრესი და მხოლოდ იმ ორი საკითხის გამო, რომ პროპორციული არჩევნების თარიღის გადმოწევა ვერ მოხერხდა და პარლამენტმა დაამტკიცა ორით მეტი მოსამართლე იმაზე, რა რჩევაც მისცა ვენეციის კომისიამ, რა თქმა უნდა არ უნდა მოხდეს მიღწეული პროგრესის გადაფარვა“,-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე თვლის, რომ კონგრესმენების წერილით ქვეყნის იმიჯი არ ზიანდება. თალაკვაძის თქმით, ქვეყნის იმიჯს განსაზღვრავს რეფორმები, ეკონომიკური სტაბილურიბა და დემოკრატიის ხარისხი. თალაკვაძის თქმით, ამ მიმართულებებით საქართველოს ხელშესახები პროგრესი აქვს.
„ქვეყნის იმიჯს განსაზღვრავს რეფორმები განსაზღვრავს ეკონომიკური სტაბილურობა უსაფრთხოები და დემოკრატიის ხარისხი, ამ ყველა მიმართულებით საქართველოს აქვს ხელშესახები პროგრესი და რა თქმა უნდა თავისთავად ის ორი საკითხი, რაც თავისი მნიშვნელობით არ შეიძლება იყოს გატოლებული და არ შეიძლება იყოს თანაბარი ყველა ძირითადი თემის, სადაც საქართველომ პროგრესს მიაღწია, რა საკვირველია ამ თემებზეე ჩვვენ გვექნება დამატებითი კონსულტაცია. საქართველო აგრძელებს რეფორმების განორციელებას დემოკრატიის გაძლიერებას და დასავლელ პარტნიორებთან ჩვენ გვაქვს ძალიან მჭიდრო ურთიერთობა“,-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
შეგახსენებთ, რომ 16 დეკემბერს ამერიკის კონგრესმენებმა, ადამ კინზიგერმა და ჯერალდ კონორმა საქართველოს ხელისუფლების მისამართით წერილი გამოაგზავნა, სადაც ბოლო დროს ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს მკაცრად აკრიტიკებენ.