logo
ENG



თალაკვაძე ოპოზიციასთან შეთანხმებაზე: 2024 წლამდე საქართველო გაივლის ლოგიკურ გზას

08 მარ 202016:02
3 წუთის საკითხავი
 
nxqrr4vu159rh6y.jpg

"მოლაპარაკება დასრულდა ფართო კონსენსუსით და ჩვენ შევთანხმდით ძირითად საკითხზე. დღევანდელი შეთანხმება არის მყარი საფუძველი იმისა, რომ ჩატარდება კიდევ ერთი დემოკრატიული არჩევნები", - ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების ბოლო რაუნდს. მისი თქმით, შეთანხმება შედგა და ეს ორივე მხარის ინტერესებს ითვალისწინებს. ახლა მხარეები არჩევნებისთვის მზადების პროცესში გადადიან.

"ამ შეთანხმების წარმატებით დასრულებით, პირველ რიგში, მოიგო საზოგადოებამ და რაც მთავარია ჩვენ ვაჩვენეთ საერთაშორისო პარტნიორებს, რომ საქართველოს ჰყავს პასუხისმგებლიანი ხელისუფლება. 2018 წელს ჩვენ გავაკეთეთ საკონსტიტუციო რეფორმა და დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ 2024 წლამდე სანამ ეს ცვლილება მოხდება, საქართველომ გაიაროს ლოგიკურ გზა ამ ცვლილებამდე. ახლა არჩევნებისთვის მზადების პროცესში გადავდივართ. მინდა მივმართო ჩვენს მოქალაქეებს და მხარდამჭერებს, "ქართული ოცნება" შემოდგომაზე აჩვენებს თავის მხარდაჭერას და ახალ, ძლიერ პროგრამას განახლებული გუნდით", - აღნიშნა თალაკვაძემ. 

რაც შეეხება ოპოზოციის მოთხოვნების მეორე ნაწილს პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით, თალაკვაძის თქმით, ეს პოლიტიკური პროცესებისგან დამოუკიდებელი საკითხია. 

"მეორე მნიშვნელოვანი საკითხი ესაა მართლმსაჯულების სისტემა და დღეს კიდევ ერთხელ შევთანხმდით ერთ მთავარ პრინციპზე, რომ მართლმსაჯულება ვერ იქნება პოლიტიკური პროცესის ნაწილი. მართლმსაჯულება დამოუკიდებელი ინსტიტუტია. "პოლიტიკური პატიმარი" - ასეთი ჩანაწერი ჩვენს შეთანხმებაში არ არსებობს. არსებობს ჩანაწერი, რომ მართლმსაჯულება რომელიმე მხარეს პოლიტიკური მოტივებისთვის არ უნდა გამოიყენოს და ჩვენ ამ პასუხისმგებლობას ბოლომდე შევასრულებთ", - განამარტა თალაკვაძემ. 

ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებები დასრულდა. მხარეების შეთანხმება ამგვარია - 120 პროპორციული, 30 მაჟორიტარი.

 


close დახურვა