logo
ENG



თალაკვაძე ჟურნალისტებს: ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მუშაობაში ხელი არ შეგეშალოთ

12 დეკ 201914:58
3 წუთის საკითხავი
 
4vmxyqhcn71vbwm.jpg

„ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მუშაობაში ხელი არ შეგეშალოთ“, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, ჟურნალისტებზე მომხდარ ძალადობას.

როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, კომიტეტის სხდომა დაძაბული იყო და მუშაობაში ხელი, როგორც ჟურნალისტებს, ისე კომიტეტის წევრებს შეეშალა.

„კომიტეტის სხდომა იყო დაძაბული, ოპონენტებს შორის დაპირისპირებამ მიაღწია იმ ნიშნულს, რომ ხელი შეეშალა კომიტეტის წევრებს, მედიასაც არ ჰქონდა საშუალება გაეშუქებინა ეს მონაკვეთი. მაგრამ კარგია რომ მალე კომიტეტის სხდომა დაბრუნდა საკმაოდ ნორმალურ რეჟიმში და თქვენც დაბრუნდით საკომიტეტო დარბაზში. გეუბნებით, რომ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ხელი არ შეგეშალოთ მუშაობაში“, - განაცხადა თალაკვაძემ.

 


close დახურვა