ევროპარლამენტში რეზოლუციის ჩავარდნას დღეს პარლამენტის თავმჯდომარე გამოეხმაურა. მომხდარში არჩილ თალაკვაძემ ევროპის სახალხო პარტია დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ეს პოლიტიკური პროცესია.
მისი თქმით, ოპოზიციას აქვს წინასაარჩევნო კამპანია დასავლეთში და ჩავარდნილი დოკუმენტიც სწორედ ამ საგარეო პოლიტიკის შედეგია.
"დეკლარაციის საკითხი ვერ შეცვლის საქართველოს ევროპულ არჩევანს. საყურადღებოა ის, რომ ვაგრძელებთ ჩვენ ამ მიმართულებით მუშაობას და არამხოლოდ. რაც შეეხება ოპოზიციას, შევხდებით არჩევნებში. ხოლო ევროპარლამენტთან დაკავშირებით იცით, რომ ევროპის სახალხო პარტია მუდმივად იყო "ნაციონალური მოძრაობის" პარტნიორი პარტია. ესაა პოლიტიკური პროცესი და ევროპარლამენტიც პოლიტიკური ორგანოა. ეს დამატებით დაძაბულობას არ უნდა იწვევდეს. საარჩევნო წლის გათვალისწინებით ეს ყველაფერი მოსალოდნელი იყო",-აღნიშნა თალაკავძემ.
რაც შეეხება კონგრესმენების მწვავე და კრიტიკულ გზავნილებს, ასევე შესაძლო და მოსალოდნელ სანქციებს, რომელსაც დასავლეთი აანონსებს, არჩილ თალაკვაძის თქმით ამერიკაში იყო მნიშვნელოვანი შეხვედრები და მან შეძლო პარტნიორების დარწმუნება, რომ საქართველო დემოკრატიული პროცესებისკენ სვლას განარგრძობს.
"ნებისმიერი კონგრესმენის შეფასება ესაა ჩვენი მეგობრების მოსაზრება და ნებისმიერ შემთხვევაში მზად ვართ ყველა მთავარ საკითხზე საუბრისთვის. ჩვენი მთავარი მიზანია, რომ მოვემზადოთ არჩევნებისთვის და როგორც ხელისუფლება გპირდებით, რომ ის ჩატარდება დემოკრატიულად",-აღნიშნა თალაკვაძემ.