logo
ENG



თალიბანი ავღანელ ქალებს სახის დაფარვას აიძულებს

07 მაი 202216:05
3 წუთის საკითხავი
 
2022/05/07/xd46fdnb5j5zvdk.jpg

პირველად ათეული წლის განმავლობაში ავღანელი ქალები იძულებულნი იქნებიან, სახე დაფარონ. შესაბამისი გადაწყვეტილება თალიბანის დაჯგუფებამ მიიღო, რომელიც ქვეყანას მართავს. წინააღმდეგ შემთხვევაში ქალის მეურვე კაცი სამი დღით ციხეში ჩაჯდება.

თალიბანმა ავღანეთში ბურქის ტარების აუცილებლობა 1990-იან წლებში, პირველი მმართველობის დროს შემოიღო. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ეს სავალდებულო არ ყოფილა და ეს საკითხი შარშან გადატრიალების შემდეგაც არ დამდგარა.

ავღანეთში ბევრი ქალი ატარებს ბურქას, თუმცა ზოგიერთი, განსაკუთრებით ქალაქებში, მხოლოდ თმას იფარავს თავშლით.

ახალი განკარგულება თალიბანის მანკიერებისა და სათნოების ხელშეწყობის სამინისტრომ მიიღო. ოფიციალური პირები ამბობენ, რომ ეს მხოლოდ "რჩევაა", თუმცა კონკრეტული ნაბიჯები გაწერეს მათთვის, ვინც "რჩევას" არ დაემორჩილებოდა: თავდაპირველად "დამრღვევის" სახლში მივლენ და ოჯახში კაცს გაესაუბრებიან; შემდეგ მეურვე კაცს სამინისტროში დაიბარებენ; ხოლო ბოლოს, მეურვე კაცს სასამართლოში დაიბარებენ და შესაძლოა სამი დღით ციხეშიც ჩასვან.


close დახურვა