logo
ENG



თალიბანმა ავღანეთის სიდიდით მეორე ქალაქი - ყანდაარი აიღო

13 აგვ 202109:36
3 წუთის საკითხავი
 
2021/08/13/dgt0uaqwj4gb780.jpg
EPA

თალიბანმა ავღანეთის სიდიდით მეორე ქალაქი - ყანდაარი აიღო. ყანდაარი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სავაჭო ცენტრია, იქ მდებარეობს საერთაშორისო საეროპორტიც

BBC-ის ინფორმაციით, აშშ-ის საელჩოს თანამშრომლების ევაკუაციის მიზნით, შეერთებული შტატები ავღანეთში 3 000-მდე ჯარისკაცს აგზავნის. 

ასევე, 6 000 ჯარისკაცს გააგზავნის დიდი ბრიტანეთიც თავისი მოქალაქეების დასახმარებლად. 

ბოლო დღეების განმავლობაში თალიბანმა კონტროლი დაამყარა ქალაქებზე: ჰერატი, ღაზნი და ქალაი-ნაუ.

გაეროს მონაცემებით, ბოლო ერთ თვეში ავღანეთში 1000-ზე მეტი მშვიდობიანი მოსახლე მოკლეს. ჩრდილოეთ პროვინციებიდან კი ათასობით ადამიანი ქაბულისკენ დაიძრა.

დაჯგუფების განსაკუთრებული გააქტიურება შეინიშნება მას შემდეგ, რაც 20-წლიანი მისიის შემდეგ აშშ-მ და სხვა ქვეყნის ჯარებმა ავღანეთიდან გასვლა დაიწყეს. თალიბანი უკვე აკონტროლებს 34 პროვინციული დედაქალაქების მესამედს.


close დახურვა