თალიბანმა ქაბულში ბრიტანელი ჟურნალისტი ენდრიუ ნორთი, კიდევ ერთი უცხოელი და რამდენიმე მათი ავღანელი კოლეგა დააკავა.
ერთ-ერთი დაკავებული ენდრიუ ნორთი BBC-ის ყოფილი ჟურნალისტია.
"გაეროს მიგრანტთა სააგენტოს დავალებით მომუშავე ორი ჟურნალისტი და მათი ადგილობრივი კოლეგები ქაბულში დააკავეს. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ სიტუაციის გამოსასწორებლად და ვთანამშრომლობთ სხვებთანაც.
სიტუაციის ბუნებიდან გამომდინარე, ჩვენ დამატებით კომენტარს არ გავაკეთებთ." – წერს ტვიტერზე გაეროს მიგრანტთა სააგენტო.
ენდრიუ ნორთის მეუღლემ ჟურნალისტმა ნატალია ანთელავამ, რომელიც ასევე BBC–ში მუშაობდა დახმარება თხოვა ყველას ვისაც აქვს რაიმე გავლენა და თქვა, რომ ენდრიუ ნორთი ავღანეთში გაეროს მისიით ხალხის დასახმარებლად იმყოფებოდა.
Thank you everyone for your messages. Andrew was in Kabul working for the UNHCR & trying to help the people of Afghanistan. We are extremely concerned for his safety & call on anyone with influence to help secure his release. https://t.co/lgVblvlaa3
როგორც გამოცემა guardian წერს, მას შემდეგ რაც თალიბანმა ქაბული დაიკავა ავღანელი ჟურნალისტების დაკავებისა და ცემის არაერთი შემთხვევა იყო, თუმცა უცხოელი ჟურნალისტები პირველად ამ კვირაში დააკავეს.